Ge En

18 სექტემბერი 18:00 - ჩქაროსნული სლალომი


18 სექტემბერი 18:00 - ჩქაროსნული სლალომი

18 სექტემბერი (კვირა)
ჩქაროსნილი სლალომი - სამოყვარულო რბოლა
შეჯიბრი სამოყვარულოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან სპეციალური ნებართვა საავტომობილო ფედერაციიდან.
შეჯიბრში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი სერიული წარმოების ავტომობილით.
შეჯიბრზე იქნება სამი განსხვავებული ტრასა.
შეჯიბრზე გამოსვლა შეიძლება მხოლოდ სტანდარტული საბურავებით. არ დაიშვება სპორტული, ნახევრად სპორტული, "თრექ-დეი" და "ექსტრიმ-პერფორმანს" საბურავებით მონაწილეობა.
მონაწილეები შეჯიბრის ტრასების ნახაზს გაეცნობიან მხოლოდ შეჯიბრის დღეს.
შეჯიბრის საბოლოო შედეგები დაითვლება მონაწილეების მიერ შეჯიბრის სამივე ტრასაზე ნაჩვენები დროების ჯამით.
შეჯიბრში მონაწილე ყველა პირი გადის სამივე ტრასას მიუხედავად იმისა როგორი შედეგით დაასრულებს თითოეულ გარბენს.
თითოეულ გარბენზე დრო ელექტრონულად აითვლება სტარტის აღებიდან ფინიშის გადაკვეთამდე.
მონაწილე რომელიც გარბენის დროს წააქცევს ან მონიშნულ ზღვარს იქეთ გადაწევს საგზაო კონუსებს, ნაჩვენებ დროზე დაემატება საჯარიმო წამები (თითოეულ კონუსზე 2 წამი), ხოლო თუ ტრასას არასწორად ან საერთოდ ვერ გაივლის, მაშინ მისი ჩათვლითი დრო იმ კონკრეტულ ტრასაზე იქნება სხვა მონაწილეების მიერ ნაჩვენები დროიდან უარესი დრო.
წარმატებებს გისურვებთ ყველა მონაწილეს


blog-image

6 ოქტომბერი "Koteta CUP" - კარტინგი...

blog-image

პროექტი - გახდი მრბოლელი...

blog-image

15 ოქტომბერი საავტომობილო სლალომი - ეტაპ...

blog-image

1 მაისს დრიფტის მეფე ლილო არენაზე...

blog-image

2026 სარბოლო სეზონი სტარტს აიღებს Leader...

blog-image

მსოფლიოში დრიფტის საუკეთესო სერიის Drift...

blog-image

2022 წლის წყვილთა რბოლის პირველი ეტაპის ...

blog-image

ლილო არენა უკვე Assetto corsa - ზე...

blog-image

22 იანვარი King of Drift Winter CUP პირვ...