Ge En

Become a race driver 2026


Become a race driver 2026

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია აცხადებს 14-დან 17 წლის ჩათვლით ახალგაზრდების შერჩევას 2026 წელს, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად!
- პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელიც არის 14-დან 17 წლის ჩათვლით;
- ტესტირება გაიმართება ლილო არენაზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის კარტინგებით;
- პროექტი შედგება 2 (ორი) ტურისგან;
- თითოეულ ტურში ყველა მონაწილე გაივლის ორ 8 წუთიან საკვალიფიკაციო სესიას საიდანაც ჩათვლაში შევა მხოლოდ ერთი ყველაზე საუკეთესო დრო.
- პირველი ტურის შემდეგ (რომელიც გაიმართება 15 მარტს) მეორე ტურში გადავა 20 საუკეთესო მონაწილე
რომელთაგანაც გამოვლინდება 8 (რვა) გამარჯვებული
- გამარჯვებულები (8 საუკეთესო) მიიღებენ 100% (ას პროცენტიან) დაფინანსებას 2026 წლის საქართველოს ჩემპიონატზე კარტინგში, რაც გულისხმობს მათ უზრუნველყოფას კარტინგით, საწვავით, საბურავებით და ყველა სხვა რბოლასთან დაკავშირებული ხარჯით წლის განმავლობაში გამართულ 12-ვე რბოლაზე.
- პროექტს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:
https://forms.gle/XUbr6QC8U2jEcos36
პროექტში მონაწილეობის საფასური 100 ლარი
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ 557911663
გისურვებთ წარმატებას!

blog-image

Drift Winter CUP 2024...

blog-image

Lilo Arena is ready for asphalt...

blog-image

Events for May 2022...

blog-image

World's best drift series DRIFT MAST...

blog-image

Who will build a racing track and boxes?...

blog-image

King of Drift round 3 - 2nd of July...

blog-image

16 th of April PRO Head to Head racing i...

blog-image

King of Drift - round 4 / 17th of Septem...

blog-image

15th of October Car Slalom - round 6...